შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

40 კოსმეტიკურ საშუალებაში საფრთხისშემცველი ნივთიერება აღმოჩნდა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=24348 
 25 სექტემბერი 2019
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ვებ-გვერდის momxmarebeli.ge ინფორმაციით, კოსმეტიკური საშუალებების 35 პროდუქტი და თმის ხუთი საღებავი ფორმალდეჰიდის შემცველობაზე შემოწმდა. ეს ნივთიერება ყველა შემოწმებულ ნიმუშში აღმოჩნდა. „ფორმალდეჰიდი ნივთიერებაა, რომელსაც თითქმის ყველა ცოცხალი ორგანიზმი გამოყოფს და მას ბევრი სამომხმარებლო პროდუქტი შეიცავს. იგი ბუნებრივი კონსერვანტია. ფორმალდეჰიდმა შეიძლება გამოიწვიოს სიმსივნე, ასთმა, სუნთქვის გართულება, კანისა და თვალების გაღიზიანება“, - ნათქვამია momxmarebeli.ge-ს განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, ევროკავშირში არსებული მოთხოვნების თანახმად, ფორმალდეჰიდის შემცველობა პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში იზღუდება და დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამის თავიდან აცილება ტექნიკურად შეუძლებელია. ფორმალდეჰიდმა შეიძლება გამოიწვიოს სიმსივნე, ასთმა, სუნთქვის გართულება, კანისა და თვალების გაღიზიანება.როგორც ევროკავშირის, ისე საქართველოს კანონმდებლობით, თუკი ფორმალდეჰიდის შემცველობა პროდუქტის 0,05%-ს აღემატება, აუცილებელია პროდუქტზე შესაბამისი გაფრთხილება იყოს მითითებული, რათა მომხმარებელმა თავად მიიღოს გადაწყვეტილება, სურს თუ არა ასეთი პროდუქტის შეძენა.აქვე momxmarebeli.ge მიუთითებს, რომ მათ მიერ შემოწმებულ არც ერთ ნიმუშში ფორმალდეჰიდის ოდენობა 0,05%-ს არ აღემატებოდა.„ვინაიდან საქართველოში პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის უსაფრთხოების მაკონტროლებელი სახელმწიფო უწყება არ არსებობს, შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ რამდენად გარდაუვალი იყო ფორმალდეჰიდის შემცველობის არსებობა ჩვენს მიერ შემოწმებულ ნაწარმში“, – ნათქვამია momxmarebeli.ge–ს განცხადებაში.ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში პარფიუმერულ-კოსმეტიკურ ნაწარმზე სახელმწიფო კონტროლის დანერგვა აუცილებელია. [თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია