შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ნახანძრალ ადმინისტრაციულ შენობას, მინის ნაცვლად, თუნუქით გადახურავენ

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=24355 
 26 სექტემბერი 2019
ახალციხის ადმინისტრაციული შენობის იმ ნაწილის აღდგენა, სადაც 15 აგვისტოს ხანძარი გაჩნდა, უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. როგორც ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე გვიხსნის, რეაბილიტაცია ჯერ შენობის სახურავს ჩაუტარდება, შემდეგ კი ის კაბინეტები აღდგება, რომლებიც ხანძრისაგან დაიწვა.სამხარეო ადმინისტარციის შენობის იმ ნაწილს კი, რომელიც მინით იყო გადახურული, ახლა თუნუქით გადაფარავენ. ამ ფაქტს აპროტესტებს ახალციხის ყოფილი გამგებელი გელა დემეტრაძე, რომლის გამგებლობის პერიოდშიც ამ შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდა და შიგ ადმინისტრაცია განთავსდა.„თავიდანვე ასე იმიტომ გაკეთდა, რომ შუშას თავისი დატვირთვა ჰქონდა, ცენტრში დგას, კარგ იერსახეს აძლევდა და ქალაქში ასეთი შენობა შუშით გადახურული არ არის. თუნუქის გადახურვით იერსახეს დაუმახინჯებენ და ეს ძალიან ცუდია“, – ამბობს გელა დემეტრაძე.მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კი ირწმუნება, რომ თუნუქის სახურავით შენობის იერსახე არ დამახინჯდება და შენობაში მომუშავე პერსონალის უსაფრთხოებაც დაცული იქნება.„აქ შუშის სახურავი „კამერასავით“ იყო, თან – საფრთხის შემცველი. კაცმა არ იცოდა, რა დროს რა შეიძლებოდა მომხდარიყო. ამიტომ ესე უკეთ დაცული იქნება. შენობას გვერდზე რომ ვიტრაჟები აქვს, ეგ თავის ადგილზე დარჩება და მხოლოდ სახურავს გადავაფარებთ თუნუქს“, – გვიხსნის გელა ნოზაძე.ახალციხეში ადმინისტრაციულ შენობაში ხანძარი 15 აგვისტოს გაჩნდა. ცეცხლი ჯერ სახურავს მოედო და შემდეგ შიგნით, კაბინეტებზე გადავიდა. თვითმმართველობის ინფორმაციით, ზარალმა 300 000 ლარამდე მიაღწია, თუმცა ახლა რა თანხით და ვისი დაფინანსებით მიმდინარეობს ნახანძრალი შენობის რეაბილიტაცია, ამაზე პასუხს ახალციხის მერიისგან მესამე დღეა ველოდებით.[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია