შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘საექიმო საქმიანობას სამუდამოდ ვწყვეტ’ – ყალბი რეცეპტების საქმე

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=24346 
 25 სექტემბერი 2019
ჯერ კიდევ ორი თვის წინ, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას, ყალბი რეცეპტის დამზადებასა და გასაღებაში ბრალდებული ექიმი აცხადებდა, რომ ბრალს არ აღიარებდა და ირწმუნებოდა, რომ ყველა პაციენტს ამოწმებდა და რეცეპტებს ისე გასცემდა. თუმცა დღეს, 25 სექტემბერს გამართულ სხდომაზე, ექიმმა განაცხადა, რომ ბრალს სრულად აღიარებს და დანაშაულს ინანიებს.„ამ პერიოდის განმავლობაში, კარგად დაფიქრდა რაღაცეებზე და ყველაფერი გააცნობიერა. მარტო იმის გამო, რომ საპროცესო გაფორმებულიყო, არ უღიარებია. ეს გულწრფელი აღიარება იყო“, – განმარტავს ექიმის ადვოკატი სოსო ხითარიშვილი.სასამართლომ ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ წარდგენილი საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა, რის მიხედვითაც, რ.ჯ დამნაშავედ იქნა ცნობილი. სასჯელის ზომად განესაზღვრა ხუთი წელი და ექვსი თვე, საიდანაც საპატიმრო დაწესებულებაში ექვს თვეს გაატარებს, ხოლო ხუთი წელი პირობითი მსჯავრი ექნება. გარდა ამისა, ექიმი ჯარიმის სახით გადაიხდის 10 000 ლარს და სამი წელი აეკრძალება სამედიცინო საქმიანობა.საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემდეგ, ექიმმა განაცხადა, რომ არამხოლოდ სამი წელი, სამედიცინო საქმიანობას სამუდამოდ წყვეტს.საქართველოს პროკურატურამ ექიმი 31 ივლისს დააკავა. საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 268-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობდა, რაც სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად, ყალბი რეცეპტის დამზადებას, გასაღების მიზნით, და გასაღებას გულისხმობდა.[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
სამხრეთის კარიბჭე

ცხოვრება ავარიულ სახლში

საზოგადოება
მულტიმედია