შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქუთაისის მერიის რამდენიმე ააიპის თანამშრომლებს ხელფასი გაეზრდებათ

თვითმართველობა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
 20 ნოემბერი 2018

ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტში სახელფასო ფონდი 1 900 000 ლარით  გაიზარდა. მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სახელმწიფო სამსახურის უფროსი დავით ნიშინიანიძე აცხადებს, რომ ხელფასის მატება ააიპ "ბაგა-ბაღების გაერთიანების" თანაშრომლებს,  საჯარო ბიბლიოთეკის და "სპეციალური სერვისების" თანამშრომელთა ნაწილს გაეზრდებათ.

"ბიუჯეტში ხელფასების მხრივ რაიმე მნიშვნელოვანი ზრდა არ განხორციებულა,  გარდა იმისა, რომ ბაღის პედაგოგებს და რამდენიმე ააიპის სპეციალისტებს ხელფასი მცირედით, 50 ლარით გაეზრდებათ. ჯამში, ეს არის 1 900 000 ლარი,  ეს შეეხოთ დაბალხელფასიან თანამშრომლებს, ვისაც შეხება აქვთ ბავშვებთან, ასევე  დასუფთავების თანამშრომლებს.  მათი შრომა უნდა ყოფილიყო დაფასებული, ასე მივიჩნიეთ საჭიროდ", - განაცხადა ნიშნიანიძემ.

მერის ააიპების თანამშრომლების ხელფასების 200 ლარით გაზრდის შესაძლებლობაზე ისაუბრა საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ. მისი თქმით, წარმომადგენლობითი და ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებით შესაძლებელი იყო ამ ააიპების თანამშრომლებს ხელფასები 200 ლარით მომატებოდათ. 

მისივე ინფორმაციით, ბიუჯეტის ნახევარი სწორედ ხელფასებზე მოდის. ფაქტს ადასტურებს მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსი. 

"ქუთაისის ბიუჯეტის ნახევარი 24 500 000 ლარი მერიის, მისი ააიპების და შპს-ების ხელფასებზე დაიხარჯება"

"ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტი ორი მილიონით არის გაზრდილი"

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია