შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მეშახტეები ტყიბულის მერიასთან აქციას მართავენ

საზოგადოება
წყარო:  ოკრიბა ნიუსი / http://okribanews.ge 
ორიგინალი სტატია:  http://okribanews.ge/?p=5403 
 25 სექტემბერი 2019

ტყიბულის მერიასთან მეშახტეები საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, გაიცეს მათი სახელფასო დავალიანება.

მეშატეები ასევე ითხოვენ ინფორმაციას ხელისუფლებისგან და კომპანიისგან, როდის აღდგება შახტაში საწარმო პროცესი.

აქციაზე მეშახტეთა მხარდასაჭერად ადგილობრივი მოსახლეობა ბავშვებთან ერთად მივიდა. მშობლები ამბობენ, რომ ბავშვებს არ გაუშვებენ სკოლაში, ვიდრე არ დაკმაყოფილდება მეშახტეთა მოთხოვნები. 25 მეშახტე მინდელის და ძიძიგურის შახტებში 300 მეტრ სიღრმეში ამ დრომდე რჩებიან.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
განათლება