შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სალომე ზურაბიშვილი სოფელ ყარაჯალას მოსახლეობას შეხვდა (R)

საზოგადოება
წყარო:  PS News / http://psnews.ge/ 
 19 ნოემბერი 2018

 

 

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში კახეთში ჩავიდა. სალომე ზურაბიშვილი სოფელ ყარაჯალას მოსახლეობას შეხვდა და ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო.


"დღეს ამ არჩევნებით, ნამდვილად, ახალი საქართველო იწყება. ამ ახალი საქართველოს მშენებლობაში თქვენი დიდი წვლილი იქნება. იმისთვის, რომ სახელმწიფო იყოს  ძლიერი ადამიანი დაცული უნდა იყოს. მე თქვენიპრეზიდენტი ვიქნები, თქვენ შეძლებთ მომაწოდოთ თქვენი ტკივილი, პრობლემები, მე თქვენს წინაშე ვიქნები პასუხისმგებელი, 

 

მოვალ და ანგარიშს მოგახსენებთ იმის შესახებ, რას შევძლებ ან რას ვერ შევძლებ. თქვენი იმედიმაქვს, არამხოლოდ არჩევნებში, არამედ მის შემდეგაც და ჩვენ ერთად ავაშენებთ ძლიერ საქართველოს, დაფუძნებულს ასეთ ძლიერ სოფლებზე და ადამიანებზე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია