შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

8 თვეში გამყოფ ხაზთან დაკავებულ 205 ადამიანიდან ე.წ. საზღვარი მხოლოდ 61-მა ,,გადაკვეთა"

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.qartli.ge/ge/akhali-ambebi/12853 
 02 ოქტომბერი 2019
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, 1 იანვრიდან 1 სექტემბრამდე, საქართველოს 61 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან (სუს) აცნობეს. ჯარიმის გადახდის შემდეგ, ერგნეთის ნეიტრალურ ზონაში ისინი საქართველოს ხელისუფლებას გადასცეს. რაც შეეხება დანარჩენ დაკავებულებს, როგორც ირკვევა, ისინი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის ცნობით კი, 2019 წლის 1 თებერვლიდან სექტემბრის ჩათვლით, ე.წ. სასაზღვრო რეჟიმისა და საზღვრის დარღვევის ბრალდებით, სულ 205-ია დაკავებული. შეირგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში აცხადებენ, რომ დე-ფაქტო რეჟიმი საფრთხეს ძირითადად იმ მოსახლეობას უქმნის, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლა სურთ. ოსური სააგენტო ,,რეს"-ის მიერ გავრცელებულ ცნობებში აღნიშნულია, რომ მაგალითად: 2019
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები