შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"არც ერთი ნიშნით ჩვენი ცხოვრება არ გაუმჯობესებულა, ხელისუფლება ცდილობს, ასიამოვნოს რუსეთს"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=41662 
 02 ოქტომბერი 2019

7 წელი “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლიდან და მისი მმართველობის შედეგები – გაუმჯობესდა თუ არა მოქალაქეების ცხოვრება, გათავისუფლდა თუ არა სასამართლო მმართველი პარტიის გავლენებისგან, დაცულია თუ არა ჩვენი უფლებები – ოპოზიცია და ხელისუფლება, ცხადია, ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ. ამიტომ რადიო “ფორტუნა” პოლიტოლოგ გია ნოდიას დაუკავშირდა. ის “დღის თემაში” ჩაგვერთო და “ქართული ოცნების” 7-წლიანი მმართველობა შეაფასა.

ნოდია ამბობს, რომ ერთადაერთი, რაც 2012 წლის დადებით მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს, ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლაა. მისივე თქმით, ამის გარდა, სხვა ხელშესახები პროგრესი არ გვაქვს.

კიდევ ერთი მიმართულება, რაც შეიძლება ხელისუფლების წარმატებად ჩაითვალოს, ეს არის უვიზო მიმოსვლა, მაგრამ ეს პრაქტიკულად იმ პოლიტიკის გაგრძელება იყო, რაც წინა ხელისუფლებამ დაიწყო.

რაც შეეხება ცხოვრების სხვა სფეროებს, ვერ ვიტყვით, რომ ქვეყანაში რაღაც გაუმჯობესდა”

პოლიტოლოგი დეტალურად საუბრობს “ქართული ოცნების” შეუსრულებელ დაპირებებზე და ამბობს, რომ დღეს ხელისუფლების ერთგული მხარდამჭერების გარდა, ცხოვრების გაუმჯობესებაზე ვერავინ საუბრობს.

“ხელუსუფლების დანაპირები ეკონომიკური ზრდა, ფასების კლება კომუნალურ გადასახადებზე, ყველა სოფელში ქარხანა და ა. შ. ეკონომიკური ზრდა იყო გარკვეულწულად, მაგრამ წინა ხელისუფლებასთან შედარებით ზრდის ტემპი შემცირდა.

მეორე მიმართულება – ეს არის თავისფლება, სამართლიანობა. თავდაპირველად ბევრმა აღიქვა, თითქოს ამ კუთხით იყო გაუმჯობესება.

დღეს უკვე “ქართული ოცნები” ძალიან ერთგული მხარდამჭერების გარდა, ვეღარავინ ამბობს, რომ დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, სამართლიანობის თვალსაზრით ქვეყანაში რაიმე გაუმჯობესდა”.

“ფორტუნას” კითხვაზე, არის თუ არა დღევანდელი ხელისუფლება, ირიბად რუსეთის პოლიტიკის გამტარებელი, პოლიტოლოგი პასუხობს, ასეთი ასეთი შეფასება გაზვიადებული იქნება. 

ხელისუფლება ცდილობს, ასიამოვნოს რუსეთს და არ გააღიზიანოს.

მიუხედავად იმისა, რომ ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის სურვილი ფორმალურად ნარჩუნდება, საქართველოს პოლიტიკური ქცევა გაცილებით უფრო პასიური გახდა და ამას ყველა ჩვენი პარტნიორი აღნიშნავს.

“ფორტუნამ” პოლიტოლოგს ციხეებში არსებული მდგომარეობა შეახსენა და ჰკითხა, ამ კუთხით შეიძლება თუ არა ითქვას, რომ სიტუაცია გაუმჯობესდა.

“ერთადერთი, რაც აღარ ხდება, ეს არის რაღაც ანალური გაუპატიურება.

ყოველშემთხვევაში იყო ვიდეოები, რასაც აჩვენებდნენ და ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია იყო, რომ ამას აღარ აკეთებენ, მაგრამ დანარჩენ სფეროებში რაიმე გაუმჯობესება არაა. სიტყვის, მედიის თავისუფლებას რაც შეეხება, აშკარა ზეწოლაა ამ ხელისუფლების მხრიდან, ისევე როგორც იყო წინა ხელისუფლების მხრიდან.

სასამართლო როგორც ადრე იყო აღმასრულებელი ხელისუფლების ქვეშ იყო, მმართველი პარტიის გავლენის ქვეშ ისევე დარჩა, თუ უფრო არ გაძლიერდა. ამ სფეროშიც ვერ გამოვყოფთ მიმართულებას, სადაც პროგრესია, პირიქით, რეგრესიც შეიძლება დავინახოთ”, – აცხადებს გია ნოდია.

წყარო: "ფორტუნა"

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია