შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სასამართლოში ერთ–ერთი დეპუტატის შვილის საქმე განიხილეს

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=24405 
 01 ოქტომბერი 2019
სასამართლო პროცესი 15:00 საათზე გაიმართა, თუმცა, რადგან ბრალდებული არასრულწლოვანი იყო, სხდომა დაიხურა. ბრალდების მხარემ ერთი მოწმე დაკითხა.დეტალების შესახებ არც ბრალდებულ კ. შ–ს ადვოკატსა და არც მამას საუბარი არ სურთ.„არაფერი განსაკუთრებული, ჩვეულებრივი პროცესი იყო, ერთ–ერთი სხდომა ჩატარდა. ამ ეტაპზე ხდება ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა. ერთი მოწმე წარმოადგინა პროკურატურამ“, – გვითხრა ბრალდებულის ადვოკატმა შორენა კობიძემ.12 ივნისს, გამთენიისას, დაბა წაღვერის მიმდებარედ, 1960 წელს დაბადებულ აკაკი პაპიძეს, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, სამმა პირმა კუთვნილი ავტომობილი დაუზიანა, ერთ-ერთმა მათგანმა კი თავის არეში სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობა მიაყენა. აკაკი პაპიძე ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.ნ.მ.-ს ბრალად ედება განზრახ მკვლელობა, ხოლო შ.ა. და კ.შ. წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ ძალადობის გამოყენების მუქარით ჩადენილ ძარცვაში არიან ბრალდებული. დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.სამი ბრალდებულიდან ერთ–ერთი, სამცხე–ჯავახეთის ერთ–ერთი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის შვილია. იგი ავტოგასამართი სადგურის ძარცვისა და წაღვერთან მოკლული კაცის ავტომობილის დაზიანებისთვისაა დაკავებული.განზრახ მკვლელობის და ძარცვის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "დ" ქვეპუნქტებით და 108-ე მუხლით მიმდინარეობს.[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია