შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რას მალავენ დეკლარაციებში საჯარო პირები სამცხე-ჯავახეთიდან - კვლევა

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=24422 
 03 ოქტომბერი 2019
სამცხე-ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტში, თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ შეისწავლა. მათი ინფორმაციით, 30-ზე მეტი დეკლარაციიდან, დარღვევები შვიდში გამოვლინდა.კერძოდ, კვლევამ აჩვენა, რომ ექვს შემთხვევაში დეკლარაცია არასრულად არის შევსებული. ოთხ მათგანში საჯარო პირებს კომპანიების საკუთარი წილი სამართავად არ აქვთ გადაცემული სხვა პირისთვის, ხოლო ერთი მათგანი თანამდებობასთან შეუთავსებელ საქმიანობას ეწევა. კვლევაში ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებიდან თითო-თითო საჯარო პირი მოხვდა, ახალციხიდან კი – ორი.სამცხე-ჯავახეთში მუნიციპალიტეტების მაღალი თანამდებობის პირთა ბიზნესინტერესები, არასრულად შევსებული დეკლარაციები და შეუთავსებელი საქმიანობა ასე გამოიყურება:თამაზ ძაძამია - ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეთამაზ ძაძამიას 2018 წლის სექტემბერში შევსებულ დეკლარაციაში აღნიშნული აქვს, რომ მისი შვილი, გიორგი ძაძამია არის შპს „ადიგენის ავტოსატრანსპორტო საწარმო 2”-ის დირექტორი, თუმცა არ აქვს დეკლარირებული, რომ ამავე შპს-ს 100% წილის მფლობელი თავად არის. ამასთან, აღნიშნული წილი, კანონის მოთხოვნათა მიუხედავად, სხვა პირისთვის გადაცემული არ აქვს.როსტომ მაგრაქველიძე - ასპინძის მერიროსტომ მაგრაქველიძეს 2019 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული, რომ იგი არის კოოპერატივ „ცეკავშირის“ დირექტორი.გაიოზ ლომსაძე - ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეგაიოზ ლომსაძეს 2018 წლის დეკემბერში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული, რომ იგი არის შპს „ჯავახ-პროდუქტის” 100% წილის მფლობელი.ოთარ არბოლიშვილი - ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეოთარ არბოლიშვილს 2019 წლის მაისში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ იგი არის კოოპერატივ „ტიმოთეს“ თავმჯდომარე.კონსტანტინ ვარდანიანი - ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეკონსტანტინ ვარდანიანმა, რომელიც საკრებულოს სხვადასხვა თანამდებობას 2013 წლიდან იკავებს, ბოლო დეკლარაცია 2019 წლის ივნისში შეავსო. მას არ აქვს დეკლარირებული ინფორმაცია „საზოგადოებრივი ორგანიზაცია რადიო-ტელევიზია ფარვანას” შემოსავლების შესახებ, რომლის დირექტორის პოზიციასაც ის,საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეობის პარალელურად, კანონის დარღვევით იკავებს. „ფარვანამ”, ვარდანიანის დირექტორობისა და ნინოწმინდის საკრებულოში თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ტენდერებიდან 209 100 ლარის შემოსავალი მიიღო, მათ შორის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიდან – 190 000 ლარი. რაც შეეხება გამარტივებულ შესყიდვებს, ტელევიზიას ამავე პერიოდში – 114 115 ლარის ხელშეკრულებები გაუფორმდა, მათ შორის – 100 915 ლარი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიდან.ზაზა მელიქიძე - ახალციხის მერიზაზა მელიქიძეს დეკლარაცია 2018 წლის ოქტომბერში აქვს შევსებული. იგი შპს „მელიზას“ და შპს „ლეგის“ 100%-100% მფლობელია, თუმცა აღნიშნული წილები, კანონის მოთხოვნათა მიუხედავად, სხვა პირისთვის მართვის უფლებით არ აქვს გადაცემული.ზაზა მელიქიძის მფლობელობაში არსებული და მასთან დაკავშირებული კომპანიების ტენდერებში მონაწილეობის შესახებ დეტალური კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” 2019 წლის ივლისში გამოაქვეყნა .“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიმართვის საფუძველზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ახალციხის მერთან დაკავშირებული კომპანიების ტენდერების შესწავლა დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ზაზა მელიქიძემ 2012 წელს 50 000 ლარი შესწირა პარტიას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”.გურამ მელიქიძე ახალციხის მერის პირველი მოადგილეგურამ მელიქიძეს 2019 წლის იანვარში დეკლარირებული აქვს, რომ შპს „ქაუნთ სერვისის“ 100% წილის მესაკუთრეა, თუმცა კანონის მოთხოვნათა მიუხედავად, აღნიშნული წილი სხვა პირისთვის მართვის უფლებით არ აქვს გადაცემული. ამასთან, გურამ მელიქიძეს არ აქვს დეკლალირებული, რომ შპს „გამ ჯგუფის” დირექტორია. ამ კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ახალციხის მოქმედი მერი ზაზა მელიქიძეა.„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ”, თბილისის მიღმა, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის მერების, საკრებულოს თავმჯდომარეებისა და მათი მოადგილეების 300-ზე მეტი ქონებრივი დეკლარაცია შეისწავლა.მონიტორინგის შედეგად, 78 დეკლარაციაში 128 სხვადასხვა დარღვევა გამოვლინდა. მათ შორის: დეკლარაციის არასრულად შევსების 56 ფაქტი, კომპანიებში კუთვნილი წილის სხვა პირისთვის მინდობით გადაუცემლობის 56 შემთხვევა, თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის 16 ფაქტი. ამასთან, 5 თანამდებობის პირთან დაკავშირებული კომპანიები სახელმწიფო ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში მონაწილეობენ.„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის” თანახმად, პირი, თანამდებობაზე დანიშვნიდან ორი თვის ვადაში, ვალდებულია სრულყოფილად შეავსოს დეკლარაცია, ასახოს ინფორმაცია საკუთარი და ოჯახის წევრთა ქონებისა და ეკონომიკური ინტერესების შესახებ, სამეწარმეო ორგანიზაციებში არსებული საკუთარი წილები მართვის უფლებით გადასცეს სხვა პირს და თანამდებობაზე დანიშვნიდან 10 დღის ვადაში დატოვოს სამეწარმეო ორგანიზაციის დირექტორის, ხელმძღვანელის პოზიცია.“თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციების შემოწმების საკითხი კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია. შესაბამისად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს: ქვემოთ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, შეისწავლოს კვლევაში აღნიშნული პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება”, - ნათქვამია კვლევაში.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
სამართალი