შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კობახიძე- კალაძის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები ბანერებზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 19 ნოემბერი 2018

„ქართული ოცნების“  გენერალური მდივანი აგრესიული შინაარსის ბანერებთან კავშირს უარყოფს და ამბობს, რომ მმართველ პარტიას ამასთან კავშირი არ აქვს.

"გასაკვირია, რომ ამ კითხვას სვამს „რუსთავი2“. ზოგადად, საუბრობთ აგრესიაზე. ძალიან გასაკვირია ჩემთვის, მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში თქვენი სარედაქციო პოლიტიკა სამწუხაროდ, დაფუძნებული იყო სიცრუეზე, ბოროტებაზე. ამას პარტია "ქართულ ოცნებასთან" არავითარი კავშირი არ აქვს. ეს არის კონკრეტული ბიზნესმენების მხრიდან გაკეთებული. გაკეთებულია მათი მხრიდან, ეს არიან ადამიანები, რომლებიც მოჰყვა რეპრესიებში "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის დროს“-აცხადებს კახა კალაძე.

კალაძისგან განსხვავებით, პარლამენტის თავმჯდომარე ადასტურებს, რომ პარტიას ბიზნესმენებთა, რომლებმაც აღნიშნული ბანერები დაამზადეს, კომუნიკაცია ჰქონდა. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია