შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ხვალ თელავში ღვინის ფესტივალი ,,თელავინო” გაიმართება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=41350 
 04 ოქტომბერი 2019

ხვალ, 12 საათზე, ქალაქ თელავში გაიხსნება ღვინის ფესტივალი “თელავინო”. 

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალი ტრადიციულად მეფე ერეკლე მეორის სასახლის და ისტორიული მუზეუმის ტერიტორიაზე გაიმართება.

უწყებაში აცხადებენ, რომ ფესტივალი ემთხვევა რთველის შეჯამების პერიოდს და მისი მიზანი არის ქართული ღვინის ცნობადობის ზრდა და ქართული ტრადიციული მეღვინეობის პოპულარიზაცია.

,,თელავში, უკვე ტრადიციად არის ქცეული ღვინის ფესტივალის “თელავინოს” ჩატარება. ხვალ  ველოდებით ყველას ვისაც სურვილი აქვს დააგემოვნოს ქართული ღვინო, ტრადიციული კერძები, მონაწილეობა მიიღოს თემატური ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვასა და ეთნოგრაფიულ ექსპოზიციებშ. ასევე დაათვალიეროს სპეციალურად შექმნილი შემოდგომის პავილიონები”, – აცხადებენ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.

ფესტივალი „კახეთის მეღვინეთა გილდიის“ მიერ 2014 წელს დაფუძნდა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოსა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით უკვე მეექვსედ იმართება.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
თვითმართველობა