შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ლანჩხუთის მაჟორიტარი აღფრთოვანებულია, ოზურგეთის საეჭვოდაა გაყურსული"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 ოქტომბერი 2019

"გირჩის" ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ვახტანგ ზენაიშვილი ტაქსების რეგულაციების თემას ეხება და მომხდარით ლანჩხუთისა და ოზურგეთის მაჟორიტარების საეჭვო დუმილს უსვამს ხაზს: 

"მოგეხსენებათ თბილისის მერიამ ტაქსები დამატებით რეგულაციებში მოაქცია, ამით ყველას გაურთულა და გაუძვირა ცხოვრება. თუმცა არიან ადამიანები, რომელთაც ეს რეგულაციები მოსწონთ, ვინაიდან შეზღუდული თვალსაწიერის და მიზეზშედეგობრივი კავშირების დანახვის უნარმოკლებულობის გამო, ვერ აცნობიერებენ ზემოაღნიშნული რეგულაციის მავნებლობას, უსამართლობას და ამორალურობას. არაა გამორიცხული მუნიციპალიტეტების საკრებულოებმაც აიტაცოს ეს მავნებლობა. ამიტომ ხმა უნდა ავიმაღლოთ, რათა აკრძალვისა და იძულების მოტრფიალეებმა თავს არ მოგვახვიონ უსამართლო გადაწყვეტილებები. საფრთხე არსებობს. ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი ქ-ნი ნინო წილოსანი ერთობ აღფრთოვანებულია "თეთრი ტაქსებით" და ოზურგეთის მაჟორიტარიც საეჭვოდაა გაყურსული"!-წერს ზენაიშვილი. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია