შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გია ყანჩელის პატივსაცემად ჰააგის მთავარ სამრეკლოში მისი მელოდიები აჟღერდება

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=41701 
 04 ოქტომბერი 2019

4 ოქტომბერს გია ყანჩელის პატივსაცემად „St .Jacobs“-ის სახელობის უძველესი ეკლესიის სამრეკლოს ყველაზე მაღალი წერტილიდან მისივე უკვდავი ნაწარმოებები „ყვითელი ფოთლები“ და ფილმ „შერეკილებიდან“ მელოდია აჟღერდება, - ინფორმაციას საქართველოში ნიდერლანდის სამეფოს საელჩო ავრცელებს.

ცნობის თანახმად, ჰააგის სამრეკლოს ზარები ასევე დაუკრავენ ყველა დროის პოპულარულ ქართულ მუსიკალურ ნაწარმოებებს - რევაზ ლაღიძის „თბილისოს“, „სულიკოს“ და დავით არჩვაძის "მონატრებიხარ ფიქრებს“.

„ქართული ჰანგებით ტკბობა ჰააგის მკვიდრთ 4 ოქტომბერს, 12:00 საათიდან შეეძლებათ. ქართული ნაწარმოების ჰააგის მთავარი სამრეკლოდან ცოცხლად შესრულების იდეის ავტორია ნიდერლანდის სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ერეკლე კოპლატაძე.

ერეკლეს ინიციატივითა და ძალისხმევით, მაისში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ქ. გრონინგენის შუა საუკუნეების სამრეკლოს ზარებზე ცოცხლად არაერთხელ შესრულდა სხვადასხვა ქართული ნაწარმოები, მათ შორის „თბილისო", „ჩიტო-გვრიტო", „სულიკო", ირაკლი ჩარკვიანის „ვიცი, რომ" და ფრაგმენტი ოპერიდან „დაისი", - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობილი ქართველი კომპოზიტორი, გია ყანჩელი 2 ოქტომბერს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მას 5 ოქტომბერს 14 საათზე რუსთაველის თეატრიდან გაასვენებენ და დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

წყარო: "რადიო თავისუფლება"

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია