შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"როგორც ჩანს, ივანიშვილი აფექტის მდგომარეობაშია"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 19 ნოემბერი 2018

თუ დიდი ხანია მუშაობდნენ [ვალების განულებაზე] და ეს პოლიტიკურ დღის წესრიგს არ უკავშირდება, მაშინ უნდა გაეკეთებინათ დიდი ხნით ადრე ან არჩევნების შემდეგ. რადგან ეს ხდება არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, სულ რომ აზრად არ ჰქონოდათ, საზოგადოებაში მაინც ჩნდება განცდა, რომ ეს არ იქნება პოლიტიკური ნაბიჯი და სწორედ ეს არის სამწუხარო. ასეთი ქმედება ბიძინა ივანიშვილისთვის დამახასიათებელი არ არის, როგორც ჩანს, ის აფექტის მდგომარეობაშია, სამწუხაროდ მისი ცხოვრებისეული ფილოსიფია რადიკალურად იცვლება და ეს არის გულდასაწყვეტი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი კვირის პალიტრასთან ინტერვიუში მთავრობის ინიციატივას აფასებს, რომლის მიხედვითაც, ე.წ შავ სიაში მყოფ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს ვალები გაუნულდება. შეღავათები შეეხება მოვალეთა რეესტრში მყოფ იმ პირებს, ვისი სესხის დარჩენილი ძირი თანხაც 2 000 ლარს არ აღემატება. საქართველოს მთავრობის ცნობით, ვალების განულებისთვის საჭირო დაახლოებით მილიარდნახევარ ლარს ფონდი "ქართუ" ფარავს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ თავად "ქართუს" გამგეობის თავმჯდომარის, ნიკოლოზ ჩხეტიანის თქმით, ვალების განულების პროექტისთვის ბანკის წლევანდელ ბიუჯეტში 100 მილიონი ლარია გათვალისწინებული. რაც შეეხება მომავალი წლის ბიუჯეტს, ის ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ვერაფერს იტყვის. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია