შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ზუსტად იმ დღეში ხართ, რა დღეშიც უნდა იყოთ...კიდევ დიდხანს უნდა ეგდონ ესენი"- გამსახურდია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=41737 
 05 ოქტომბერი 2019

ცოტნე გამსახურდია"ოცნების " დეპუტატის მიერ თანანამშრომელზე სექსუალური შევიწროვებისა და ძალადობის ფაქტს,  სოციალური ქსელით გამოეხმაურა

"ამდენი სექსის მოსურნე ქალი დადის და რაღა მაინცდამაინც მაგას მიახტა? - ისევ ქალის ბრალი ყოფილა მთვრალი ქოცი დეპუტატის ახურუშება...

უდანაშაულობის პრეზუმფციას რატომ არ იცავთ? - აბა, ოპოზიციონერ დეპუტატს ექნა, იგივე ხალხი რეებს იტყოდა?

სასამართლომ დაამტკიცა რომ ეგრე იყო? - სასამართლო, ექსპერტიზა, შსს და პროკურატურა გამოიძიებენ და შეაფასებენ მომხდარს 3 წლის მერე. იქამდე ბევრი წყალი ჩაივლის და ამ უბედურ გოგოსაც გადაუგრეხენ ხელებს...

ვიცნობ ამ კაცს, მის ოჯახს, არ მჯერა რომ ასე მოიქცეოდა. - ამ ქვეყანაში ყველა ყველას იცნობს, განსაკუთრებით "ცნობადეებს" და ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათი გაპრავებაც უფრო სარფიანია. შესაბამისად, დამნაშავე ყოველთვის მსხვერპლია...

და მთავარი: კატის ან ღვინის ჭიქის სურათი რომ დამედო, ათასი ლაიქი და კომენტარი მაინც ექნებოდა. ამ ბინძურ, საშინელ შემთხვევას დაახლოებით სამოცდაათი ადამიანი გამოეხმაურა ასე თუ ისე. წაუყრუეს.

ზუსტად იმ დღეში ხართ, რა დღეშიც უნდა იყოთ. ან კიდევ უარესში უნდა... კარგია, კიდევ დიდხანს უნდა ეგდონ ესენი.

მერე კიდევ გეტყვიან, პოლიტიკაში რატომ არ მიდიხარ და არჩევნებში რატომ არ იღებ მონაწილეობასო."- წერს გამსახურდია.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია