შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გაცოცხლდნენ? გამოვიდნენ სარდაფებიდან?

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 20 ნოემბერი 2018

გაცოცხლდნენ? გამოვიდნენ სარდაფებიდან? ამ ინიციატივაზე საუბარი არჩევნებამდეც იყო, არანაირი კავშირი არ აქვს არჩევნებთან, - ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკულ განცხადებას, რომელიც 600 000 მოქალაქისთვის სასესხო დავალიანების განულებას შეეხება.

კალაძის თქმით, ჭარბვალიანობის პრობლემაზე მათი პარტიის თავმჯდომარე ჯერ კიდევ პოლიტიკაში დაბრუნებისას საუბრობდა.

„ძალიან მიხარია, რომ პრობლემა, რომელიც 600 ათასზე მეტ ადამიანს აწუხებდა, მოიხსნება. ძალიან რთულია ეს დაუკავშირო არჩევნებს. პირველ ტურში რომ დამთავრებულიყო არჩევნები და მერე რომ გამოცხადებულიყო ეს გააწყვეტილება, მაშინ რას იტყოდნენ? არანაირი კავშირი არ აქვს, თუმცა თუ არის კითხვები, შესაბამისი სამსახურები ალბათ, დაინტერესდებიან ", - განაცხადა კალაძემ.

როგორც ცნობილია, არასამთავრობო ორგანიზაციები „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ საქართველოს პროკურატურას მოუწოდებენ, დროულად და ობიექტურად გამოიძიოს და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებულ ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც 600 000 მოქალაქეს ვალები ჩამოეწერება.

როგორც ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, მათ მიაჩნიათ, რომ აღნიშნული ინიციატივა, რომელიც ფონდი „ქართუს” მიერ განხორციელდება, სავარაუდოდ, წარმოადგენს ამომრჩეველთა მოსყიდვის უპრეცედენტო შემთხვევას, რომლითაც სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია