შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

67 პოლიციელი და 4 მოქალაქე ჩემთვის არაფერს ამბობს- თადუმაძე 20 ივნისის დაზარალებულებზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=41804 
 09 ოქტომბერი 2019

გენერალური პროკურორი და უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატი, შალვა თადუმაძე ამბობს, რომ დაზარალებულის სტატუსის მინიჭება ბრალდებულის იდენტიფიცირებას უკავშირდება. ამის შესახებ მან პარლამენტში მოსმენისას განაცხადა.

"გამოძიების ნაწილში დაზარალებულების ცნობა არ არის თვლით. უამრავი ვიდეომასალა, რომელსაც გამოძიება ამუშავებს, მოქალაქეების იდენტიფიცირება გაცილებით მალე ხდება, ვიდრე იმ ადამიანების, რომლებიც აქციაზე სპეციალური აღჭურვილობით იმყოფებოდნენ. ის შემთხვევები სადაც მოხდა იდენტიფიცირება ის ადამიანები ბრალდებულად არიან ცნობილი. და ყველა ის შემთხვევა, სადაც ამ პირების მიერ განხორციელებული ქმედების დაზარალებულია გამოიკვეთა ყველა ეს პირი დაზარალებულად არის ცნობილი...

ის, რომ 67 პოლიციელია და ოთხი მოქალაქე, ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, არაფერს ამბობს, რადგან დაზარალებულები და ბრალდებულები თვლით არაა, არის მტკიცებულებით.

მოქალაქეების იდენტიფიცირება ხდება ადვილად, რადგან სპეციალური საშუალებებით არ იყვნენ მისული. დაზარალებულის სტატუსი ბრალდებულის მოქმედებიდან გამომდინარეობს და არა პირიქით. როდესაც დაფიქსირებულია კონკრეტული პირის ბრალეული ქმედება და ამ ბრალეული ქმედებით დაზიანებული მოქალაქის სიკეთე, მაშინ ხდება ამ მოქალაქის დაზარალებულად ცნობა.

მესმის პოლიტიკური სურათი, რომ 20 ივნისს სახელმწიფომ ჩაიდინა დანაშული, მაგრამ ეს პროკურატურისა და იურიდიული მსჯელობის საგანი არაა. სახელმწიფო არ არის დანაშაულის ჩამდენი პროკურატურისთვის. მაგრამ ვინ ჩაიდინა კონკრეტულად დანაშაული და რა დანაშაული ეს არის გამოძიების საკითხი", — განაცხადა თადუმაძემ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია