შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მიშა უნდა დავასახელოთ გაერთიანებული ოპოზიციის გენერალურ წარმომადგენლად”

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=41882 
 12 ოქტომბერი 2019

პარტია კანონი და სამართალის წევრი ირაკლი ღლონტი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოსვლასთან და მის გაერთაინებულ ოპოზიციასთან სასურველ კავშირებზე წერს: 

"რადგან გახსნილია დისკუსია, მე ჩემს აზრს გეტყვით. მიშა უნდა გახდეს გაერთიანებული ოპოზიციის გენერალური საგარეო მდივანი, მასზე უკეთ ვერავინ ვერ შეძლებს ქვეყნის პარტნიორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ეფექტურ წარმომადგენლობას და დისკუსიას 2020 წელს საქართველოს გადასარჩენად უმნიშვნელივანეს პროცესში ყოველგვარი სიყალბის, მორიგი უზურპაციის და გართულებების თავიდან აცილების მიზნით.

მიშას ჩამოსვლაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული ოპოზიცია, უხერხულია… ოპოზიციამ მას, როგორც ქვეყნის მესამე პრეზიდენტს უნდა სთხოვოს საერთაშორისო მხარდაჭერისთვის ზრუნვა და იგი უნდა დავასახელოთ გაერთიანებული ოპოზიციის გენერალურ წარმომადგენლად.

ამით ყველაფერს გაეცემა პასუხი, იმასაც, რომ ეს ადამიანი არ აპირებს ოლიგარქიის ჩანაცვლებას ერთპიროვნული მმართველობით და მისი მიზანი ქვეყნის წარმატებაა. მე ასე წარმომიდგენია მისი, როგორც მსოფლიო პოლიტიკური მასშტაბის მქონე პოლიტიკოსის როლი ამ საქმეში".

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება