შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ატყდა ერთი ამბავი და"...გურიაში მომხდარი ნამდვილი ამბავი

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=41872 
 12 ოქტომბერი 2019

სასურსათო მაღაზიის მეპატრონეს დედამ დაბადების დღეზე სამ ლიტრიანი ,,ბანკით,, სახლში გამოხდილი ლეღვის არაყი გამოუგზავნა, ამანაც არაყი მაღაზიის მაცივარში შეინახა ,,მხიარული საღამოს,, მოლოდინში. ისე მოხდა, რომ იმავე დღეს საგადასახადო ინსპექტორებმა მაღაზია შეამოწმეს, მაცივარში არაყსაც მიაგნეს და ამ კაცს როგორც უაქციზო ალკოჰოლური სასმელით მოვაჭრეს საჯარიმო ქვითარიც შეუდგინეს.

ატყდა ერთი ამბავი და ლეღვის არაყზე დავამ ოზურგეთის სასამართლოში გადაინაცვლა, სადაც საქმის განხილვის ბოლოს მოსამართლემ საგადასახადოს წარმომადგენელს კითხა - რა იცით, რომ ქილაში ნამდვილად არაყი ესხა? რომ დაუტოვეთ მაღაზიაში ეგებ შხამი იყო ან და ასაფეთქებელი ნივთიერება?

საგადასახადოს თანამშრომელი - ნამდვილად არაყი იყო დავსუნეთ ბატონო

მოსამართლე წამოდგა და გასვლისას ხმაღლა ჩაილარაკა - მალადეც თქვენ დასუნვით თუ ადგენთ სახელმწიფო აქტებს

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია