შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ნინოწმინდასა და ახალქალაქში მანდატურების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=24539 
 14 ოქტომბერი 2019
სამცხე–ჯავახეთის გარდა, მანდატურების შესარჩევად კონკურსი კიდევ რვა მუნიციპალიტეტში გამოცხადდა.მანდატურობის მსურველებისათვის, განაცხადების მიღება შვიდი ოქტომბრიდან დაიწყო. საგანმანათლებლო დაწესებულება მანდატურის სამსახური, კონკურსში მონაწილეებს რამდენიმე ატაპად შეარჩევს. მოხდება, მანდატურობის კანდიდატების მიერ წარდგენილი საკონკურსო განაცხადების გადარჩევა, მანდატურობის კანდიდატების შეფასება (გასაუბრება და ფიზიკური მზაობის შემოწმება), მანდატურობის კანდიდატების მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული მოსამზადებელი კურსების გავლა და ბოლოს,იმ მანდატურობის კანდიდატების დანიშვნა, რომლებმაც წარმატებით გაიარეს მოსამზადებელი კურსები.კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა პირმა შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: hr@mandaturi.gov.ge.კონკურსის (გასაუბრება და ფიზიკური მზაობის შემოწმება) შედეგად შერჩეული კანდიდატები გაივლიან მოსამზადებელ კურსებს სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, ორი თვის განმავლობაში.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა