შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მასწავლებლობის მაძიებელთათვის რეგისტრაცია დაიწყო

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=24541 
 14 ოქტომბერი 2019
მასწავლებლობის მაძიებელთა და მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის პროგრამაში „მასწავლებლის ეროვნული სკოლა“ ჩასართავად რეგისტრაცია 11 ოქტომბერს დაიწყო. ეს პროგრამა 2019 წელს პროფესიაში შესვლის 2 000-მდე მსურველს უფასოდ მოამზადებს. სასწავლო კურსები ჩატარდება მუნიციპალურ ცენტრებსა და დიდი ქალაქების სკოლებში, კვირაში სამჯერ: პარასკევს, შაბათსა და კვირას.ამასთან ერთად, პროგრამა იძლევა საშუალებას, გადამზადებულმა მასწავლებლებმა საგნობრივი ჯგუფის და/ან მომიჯნავე საგნებში, ერთზე მეტი საგანი ასწავლონ.მასწავლებლები მომზადდებიან:-ფიზიკა, მათემატიკა, ტექნოლოგიების-ბიოლოგია და ქიმიის-სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება/მუსიკა-ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლების-დაწყებითი განათლების (ქართული, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება) მიმართულებით.-მსმენელები ასევე მომზადდებიან ქართულ ენასა და ლიტერატურაში და ფიზიკურ აღზრდაში.თითოეული კურსის დასრულების შემდეგ, მსმენელები პედაგოგიურ პრაქტიკას სკოლაში ადგილობრივი მასწავლებლის მენტორობით გაივლიან.„მასწავლებლის ეროვნულ სკოლაში“ ჩარიცხვისთვის, მსურველი უნდა დარეგისტრირდეს ვებ-გვერდზე - tpdc.ge საიტზე და ჩააბაროს ტესტი, რომელიც მის საბაზისო ცოდნას შეამოწმებს. ამის შემდეგ იგი კურსის მსმენელი გახდება.ტესტის გავლის ვალდებულებისგან თავისუფალია ის აპლიკანტი, რომელმაც კომპეტენციის დამადასტურებელ საგნობრივ გამოცდაზე გადალახა 40%-იანი ზღვარი.პროგრამის მონაწილეები წინასწარ გაეცნობიან შესაძლო ვაკანტურ ადგილებს, იმ სკოლებში, სადაც მასწავლებლების დეფიციტია.„მასწავლებლის ეროვნული სკოლის“ კურსდამთავრებულები სკოლებში მაძიებლად შევლენ. პარალელურად გადამზადდებიან დისტანციური სწავლების კურსით და კომპეტენციის დადასტურების შემდგომ უფროსი მასწავლებლის სტატუსს მოიპოვებენ. [თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია