შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

“თუ ადამიანი გამოიყურება როგორც ივანიშვილის ნაყიდი"...

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=41899 
 14 ოქტომბერი 2019

“თუ ადამიანი გამოიყურება როგორც ივანიშვილის ნაყიდი, საუბრობს, როგორც ივანიშვილისგან ფულის ამღები, მებრძვის მე ფორმულით "ყველას მინუს მიშა", ის არის ივანიშვილის ხელის ბიჭი და ივანიშვილის ნაყიდი. საქართველოში აუცილებლად გათენდება! P.S ვულოცავ ჩემს მეგობარ კაჩინსკის პოლონეთში არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას! გამარჯვება იქაურ ქოცებზე და ევროქოცებზე! მალე საქართველოში! 
მიხეილ სააკაშვილი გიგა ბოკერიას ინტერვიუს დასრულების შემდეგ ფეისბუქის გვერდზე პოსტს აქვეყნებს...
"მთავარ აქცენტებში" გიგა ბოკერიამ ყოფილი თანაგუნდელები და კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილისთვის სამსახურის გაწევაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ არც იმას ეთანხმება, ახალმა ხელისუფლებამ ძველის პოლიტიკური დევნა რომ დაიწყოს: 

ყოველთვის, როცა მსხვილი პოლიტიკური ძალა, როგორც ნაციონალური მოძრაობა, ეწევა მარქსისტულ-მემარცხენე პოპულიზმს, რომ მდიდრები გავაკულაკოთ და დავარიგოთ, სისულელეს, რომ სმარტფონებით უნდა ავირჩიოთ ხელისუფლება, მათ შორის მოსამართლეები, როდესაც ცდილობს, რომ პატრიოტთა ალიანსს შეეჯიბროს სიძულვილში უცხოელების მიმართ, ეს უნდა ვამხილოთ იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ეხმარება ივანიშვილს, იმიტომ, რომ მცდარია და იმიტომ, რომ ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, რას აძლევს ხმას.

პირველი - ერთხელ უნდა მოხდეს საქართველოში, რომ ხელისუფლების ცვლილებას არ მოჰყვა მეტნაკლებად მასობრივი დევნა წინა ხელისუფლების. ეს თუ არ მოხდა, იმისდა მიუხედავად, რა იყო იქამდე, ეს არანორმალურ პოლიტიკურ ციკლში ამყოფებს ქვეყანას. მეორე - ჩვენ არ გვაყვს არც პროკურატურა და რაც მთავარია, სასამართლო არ გვყავს ისეთი, რომელიც პოლიტიკური ფიგურების დევნისას მოგვცემდა განცდას, რომ არის მიუკერძოებელი."

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია