შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ნუ "ავკენკავთ" მთავრობის რიცხვებს შეუმოწმებლად... კარგით რა" - სად არის დოკუმენტი?

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 20 ნოემბერი 2018

საბანკო დავალიანებების ჩამოწერას "ევროპული საქართველოს" წევრი, დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი "ფეისბუქით" ეხმაურება და წერს:

ნუ "ავკენკავთ" მთავრობის რიცხვებს შეუმოწმებლად:
- არცერთ ადამიანს თვალით არ უნახავს დოკუმენტი/დათვლა, რომ 600,000-ია იმ ადამიანთა რაოდენობა, ვისაც 2000 ლარამდე სესხი აქვს აღებული და ვერ გადაიხადა
- არცერთ ადამიანს თვალით არ უნახავს დოკუმენტი/დათვლა, რომ ასეთი სესხების ჯამური თანხა 1,5 მლრდ ლარია
შედარებისთვის:
2017 წლის 1 მაისს დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით“ ისარგებლებდა 150,000-დან 200,000-მდე ადამიანი.
რეალურად, 2017 წლის 1 ივლისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ისარგებლა 13,000-მა მხოლოდ.
კარგით რა..." წერს ჭიაბერაშვილი 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა