შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ათჯერ ნაკლები ქონება მაქვს, ვიდრე ბესელიას და სესიაშვილს"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 20 ნოემბერი 2018

საქართველოს მესამე პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ პირადად გამოსცადა, რას ნიშნავს უსამართლო სასამართლო და ემიგრაციის სიმწარე.

სააკაშვილმა “პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ თქვა, რომ ის არის „ადამიანი, რომელიც თითქმის ცხრა წელი პრეზიდენტი იყო და არაფერი გამაჩნია“.

„მაქვს ათჯერ ნაკლები ქონება, ვიდრე ბესელიას და სესიაშვილს, მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიო მიცნობს… თუკი ვინმემ საკუთარ თავზე სასამართლოს უსამართლობა იწვნია, პირველ რიგში, ვარ მე. ბებიაჩემი ისე გარდაიცვალა, რომ მთელი მისი ქონება დაყადაღებული იყო, მათ შორის 16 წლის “ჰონდა“. დაყადაღებულია დედაჩემის ბინა, დაყადაღებულია ჩემი ერთადერთი ქონება, მომისაჯეს სრულიად თითიდან გამოწოვილი ბრალდებებით. თუკი ვინმეს ესმის რას ნიშნავს დამოუკიდებელი სასამართლო, პირველ რიგში ვარ მე“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა