შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

იგეგმება ვაკიჯვარი-უჩხუბის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=42009 
 19 ოქტომბერი 2019

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ სოფელ ვაკიჯვარში, სტიქიის შედეგად დაზიანებული ვაკიჯვარი-უჩხუბის დამაკავშირებელი ხიდი მოინახულა.
ორი სოფლის შემაერთებელი სახიდე გადასასვლელი, მდინარე ნატანების ადიდების შედეგად ჩამოიშალა.
კონსტანტინე შარაშენიძე ადგილზე სოფელში მერის წარმომადგენელთან, გიორგი მდინარაძესთან და სოფლის მაჟორიტარ დეპუტატთან, ვახტანგ ნიჟარაძესთან ერთად იმყოფებოდა.
აღნიშნულ მონაკვეთზე ახალი ხიდის მშენებლობა იგეგმება.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია