შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სკოლებში მასწავლებლის ასისტენტის პრაქტიკა 2020-2021 წლიდან დაინერგება

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
ორიგინალი სტატია:  http://borjomi.tv/axali-ambebi/sazogadoeba/article/8240 
 21 ოქტომბერი 2019
სტუდენტებს მასწავლებლის ასისტენტად მუშაობა შეეძლებათ. შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა უკვე დაწყებულია. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ჯაშის განცხადებით, სკოლებში მასწავლებლის ასისტენტის პრაქტიკა 2020-2021 სასწავლო წლიდან დაინერგება.

ჯაშის განმარტებით, საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს საშემოდგომო სესიის დასრულებამდე წარედგინება.

დეპუტატის ინფორმაციით, ინიციტივის მიხედვით, სტაჟირება 2 წლიანი იქნება და მსურველები აღნიშნულ პერიოდში ანაზღაურებას არ მიიღებენ.

„ეს არის ინიციატივა, რომელიც უაღრესად დაეხმარება ზოგადად განათლების სისტემას, რომ ახალგაზრდა, მოტივირებული პირები დაინტერესდნენ განათლების სისტემაში პროფესიული კარიერის დაწყებით. ჩვენ საშემოდგომო სესიის ბოლომდე, იმედი მაქვს, რომ დავარეგისტრირებთ ამ ინიცაიტივას და მომდევნო სასწავლო წლისთვის ის უკვე იქნება მიღებული“ - განაცხადა ჯაშმა.

მისივე თქმით, წინასწარი მონახაზით, მასწავლებლის ასისტენტობა ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს და კურსთამთავრებულებს შეეძლებათ.

„მათ მიეცემათ შესაძლებლობა საზოგადოებრივ საწყისებზე ანუ სტაჟირების ფორმით დაიწყონ მუშაობა მასწავლებლის ასისტენტებად და ასევე მათ მიეცემათ სკოლაში მუშაობის პერიოდში უკვე პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი საბუთი. დღეს საჯარო სამსახურში თუ სხვადასხვა სამსახურებში პირველადი ნაბიჯების გადადგმა კარიერის გზაზე არის გართულებული, ამ შემთხვევაში ახალგაზრდა კადრებს მიეცემათ პროფესიული გამოცდილების დაგროვების საშუალება. ამ ეტაპზე საუბარია ანაზღაურების გარეშე სტაჟირებაზე ანუ სტაჟირება, რომელიც პროფესიულ გამოცდილებად ჩაეთვლებათ განათლების სისტემაში. ვფიქრობ, 2 წლამდე იყოს სტაჟირება. ფიზიკურად დღეს არსებული ფინანსური რესურსები არ გვაძლევს საშუალებას, რომ ვიფიქროთ ანაზღაურებად სტაჟირებაზე. ვფიქრობ, რომ 2020-2021 სასწავლო წლიდან შევლენ სკოლაში. მასწავლებლის ასისტენტს ექნება თავისი უფლება -მოვალეობები, რომელიც გაიწერება კანონში,“ - განაცხადა ჯაშმა.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
კულტურა
ტელეკომპანია ბორჯომი

"სილუეტის" კიდევ ერთი გამარჯვება

საზოგადოება
საზოგადოება