შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ნიჯგორში აღადგენენ გზას, რომელიც წყლის სისტემის მშენებლობისას დაზიანდა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=24638 
 22 ოქტომბერი 2019
ასპინძის მერის მოადგილის დავით პაპაშვილის თქმით, გზის რეაბილიტაციისათვის ტენდერს უახლოეს დღეებში გამოაცხადებენ. „მიწიდან ამოსული ლოდების ნაწილი, უკვე გაიტანეს, გზა მოიხრეშება პროექტის ფარგლებში და კეთილმოეწყობა“, - ამბობს დავით პაპაშვილი.მისი თქმით, ერთკილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.სოფელ ნიჯგორში გზა, რომელიც ხუთამდე ადგილობრივის საცხოვრებელთან და თუთის ბაღებთან მისასვლელი იყო, დაახლოებით ოთხი თვის წინ სასმელი წყლის რეაბილიტაციის გამო დაზიანდა. გზაზე დიდი ლოდები იყო, რის გამოც ადგილობრივებს გადაადგილება უჭირდათ.[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია