შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ივანიშვილის დაფარული გზა საქართველოს მოსახლეობის მძევლად ასაყვანად"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 21 ნოემბერი 2018

"ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოსახლეობა მძევლად აჰყავს" - მსგავსი შინაარსის განცხადებები დღეს ევროპარლამენტში გაკეთდა. 

როგორც ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, საქართველოში არჩევნები დარღვევების ფონზე ჩატარდა, მმართველი გუნდის ინიციატივა სესხების განულებასთან დაკავშირებით კი მოსახლეობას მოსყიდვას ემსახურება. 

ევროპარლამენტარები ქვეყნის პირველ პირებს ღიად აფრთხილებენ, რომ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, ქვეყანა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და უვიზო მიმოსვლას დაკარგავს.

"ეს ნიშნავს, რომ პარტიის მილიარდერი ლიდერი იყიდის 500 მილიონი ევროს რაოდენობის შავ სესხს. ჩემი აზრით ეს არის დაფარული გზა, რომ მოსახლოების ნახევარი იქცეს იმ ფონდის მძევლად, რომლსაც მართავს უმდიდრესი და პოლიტიკური გავლენების მქონე ადამიანი" - განაცხადა ევროპარლამენტის დეპუტატმა ლატვიიდან სანდრა კალნიეტემ.

ევროპარლამენტში გამართული დებატების დროს, საქართველოს ხელისუფლებას, არც ერთი ევროპელი დეპუტატის მხარდაჭერა დღეს არ მიუღია.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია