შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საკრებულომ 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
 22 ნოემბერი 2018
დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სესიაზე 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს, რომელშიც დეპუტატებმა შენიშვნები შეიტანეს.
საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის ზურაბ ხუროშვილის განმარტებით, კომისიამ ჩასასწორებლად დაახლოებით ათი წინადადება წარადგინა.

„ჩვენს მიერ წარმოდგენილი იქნა რამდენიმე წინადადება, რის მიხედვითაც მოვითხოვეთ გარკვეული ცვლილებები ბიუჯეტში. ეს ცვლილებები ეხება პარკების, სკვერებისა და სასაფლაოების მოვლა-პატრონობას, როგორც ქალაქში, ისე სოფლად. გარდა ამისა, მოვითხოვეთ მეტი ყურადღება დაეთმოს სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებს. მართალია, თანხა დაემატათ, მაგრამ ვფიქრობთ, ეს საკმარისი არ არის. იმედი გვაქვს, ჩვენი წინადადები გათვალისწინებული იქნება.“

როგორც საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა ნატო გონგაძემ აღნიშნა, ბიუჯეტის პროექტი 13 მილიონ 516 ათასი ლარით განისაზღვრა.

„პრიორიტეტებია ისევ და ისევ ინფრასტრუქტურა, სოციალური პაკეტი, კულტურა და განათლება. დეპუტატებს სხვადასხვა სფეროსთან დაკავშირებით ჰქონდათ შენიშვნები. დღეს იმუშავებენ ამ საკითხებზე, ამის შემდეგ გადმოგვიგზავნიან და ათ დეკემბრამდე მივაწვდით ახალ ვერსიას. “
მისივე თქმით, ახალი ბიუჯეტი 25 დეკემბრამდე დამტკიცდება.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია