შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახლციხეში, საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ კონცერტზე ადგილობრივები რეგიონის მუნიციპალიტეტებიდან მიკროავტობუსებით ჩამოიყვანეს. მათ შორის არიან საბიუჯეტო სასამხურებში დასაქმებულებიც.

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 20 ნოემბერი 2018
თამარ მეფის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე კონცერტი 19:00 საათზე დაიწყო. სხვადასხვა სიმღერებს ბექა ჩხაიძე, სალომე ბაკურაძე, სალომე გოგიაშვილი, ჯემალ სეფიაშვილი, აჩი ფურცელაძე, ჯგუფი „ალილო“ და ანსამბლი "ფორტე" ასრულებენ. კონცერტის მიმდებარედ გიორგიწმინდის, კლდის, ხიზაბავრის, ახალდაბის, ხეოთის, სხვილისის და სხვა სოფლების მიკროავტობუსები დგას. „სამი მარშუტკით და პატარა მანქანებით წამოვედით სხვილისიდან. ზურაბიშვილს ვუჭერთ ყველა მხარს. გახსოვთ როგორი გაბრწყინებული იყო საქართველო როცა ქალი მეფე თამარი გვყავდა?! ისე აყვავდება ქვეყანა ზურაბიშვილს თუ ავირჩევთ“, – ამბობს სხვილისში მცხოვრები როზა სარქისიანი. ზურაბიშვილს უჭერს მხარს ახალდაბიდან ჩამოსული ნუნუ ლომსაძეც: „სალომეს მხარდასაჭერად მოვედი აქ. დარწმუნებული ვარ, თუ მას ავირჩევთ, ქვეყანა წინ წავა“. ზურაბიშვილის გამარჯვებაში და ქვეყნის წინსვლაში დარწმუნებულია სოფელ ხეოთის სკოლის თანამშრომელი ნანა მოთიაშვილიც: „25 კაცი ვართ ხეოთიდან, სკოლის მთელი ტექნიკური პერსონალი წამოვედით“, – გვითხრა მან. კონცერტზე ზურაბიშვილის მხარდამჭერი მოწოდებები კეთდება. გამომსვლელები ხალხს არჩევნებზე მისვლასა და მმართვლი გუნდის მხარდაჭერილი კანდიდატის შემოხაზვას სთხოვენ. [sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
მულტიმედია
მულტიმედია