შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„გაერთიანებული ოპოზიციის“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ახალქალაქში ადგილობრივებთან შეხვედრას მართავს. შეხვედრაზე ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეკრებილებს "სკაიპით" მიმართა.

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 21 ნოემბერი 2018
„გაერთიანებული ოპოზიციის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა და პარტიის ლიდერებმა ახალქალაქში მოსახლეობასთან შეხვედრა დღეს, 21 ნოემბერს, 13:00 საათზე დაიწყეს. ცენტრალურ პარკში შეკრებილ ადგილობრივებს გრიგოლ ვაშაძემ ქართულ და რუსულ ენებზე მიმართა: „ე.წ „ქართულ ოცნებას“, რომელიც არც ქართულია და არც ოცნება, არ შეუძლია ასე ხალხის მოყვანა, რადგან ჩვენ არ ვიყენებთ არც ადმინისტრაციულ რესურსს და არც საჯარო სივრცეში დასაქმებული ხალხი მოგვყავს ძალით. ეროვნების მიუხედავად, აქ საქართველოს პატრიოტები დგანან“.შეხვედრაზე ადგილობრივებს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "სკაიპით" მიმართა. მისი თქმით, ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში იგი ქვეყანაში დაბრუნდება და შეჩერებულ პროექტებს გააგრძელებს: „ბევრი პროექტი დავიწყეთ და ბოლომდე ვერ დავასრულეთ. მაგალითად რკინიგზა, სადაც ათასი ადამიანი უნდა დასაქმებულიყო. როგორც კი სწორ არჩევანს გავაკეთებთ, მეც თქვენთან ერთად ვიქნები ქვეყანაში და ვიმუშავებ, რათა ყელა ამ პროექტს, რომლებიც მე დავიწყე გავაგრძელოთ. თქვენი ქმრები და ახალგაზრდები აღარსად უნდა წავიდნენ და თავის ქვეყანაში უნდა იმუშაონ“, – განაცხადა სააკაშვილმა ვიდეო მიმართვისას. [მარიამ ბარძიმაძე, ახალქალაქი]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება