შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

შიდა ქართლში ხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
 22 ნოემბერი 2018
„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ საღოლაშენში ხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა. საწარმო - „ხილის ქაღალდის კომპანია“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა და ჯამურად, 1 013 000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 405 000 ლარი გრანტია, ხოლო 507 000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი. საწარმოში, წლის განმავლობაში, 7 500 ცალი ტყლაპი, 25 000 ჯანჯუხი და 14 000 კილოგრამი მურაბა იწარმოება. პროდუქციის რეალიზაცია გათვლილია ადგილობრივ ბაზარზე და სამომავლოდ, მისი ექსპორტზე გატანაცაა დაგეგმილი. გადამმუშავებელ საწარმოში 29 ადგილობრივია დასაქმებული. პროექტი - ,,ერთიანი აგროპროექტი“ ახორციელებს სოფლის მეურნეობის მართვის სააგენტო, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდასა და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან, გიორგი ჯიბლაძესთან და ადგილობრივი თვითმართელობის წარმომადგენლებთან ერთად, საწარმო გუშინ გახსნეს და საწარმოო პროცესს ადგილზე გაეცნენ.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია