შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ზუგდიდში არარსებულ ჰოკეის მერიის აიპ-ში განყოფილება აქვს

ახალი ამბები
წყარო:  Live Press / http://www.livepress.ge/ 
 22 ნოემბერი 2018
ზუგდიდის მერიის სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრის ხელმძღვანელ დავით კვაშილავას განცხადებით, მისი სამსახურისთვის ახალი წლის ბიუჯეტის პროექტით გამოყოფილია 1 მილიონ 160 ათასი ლარი. აქედან 1 მილიონ 117 ათასი ხელფასებში უნდა დაიხარჯოს.

სამსახურს 130 თანამშრომელი ჰყავს. აქედან 72 ადმინისტრაციის თანამშრომელია.

საკრებულოს დეპუტატების კითხვაზე შესაძლებელია თუ არა თანამშრომლების შემცირება, დავით კვაშილავამ განაცხადა:

„შესაძლებელია შემცირება და გაზრდაც, თუმცა მე არავინ მომიყვანია სამსახურში“.

უმრავლესობის დეპუტატების განცხადებით, სირცხვილია, რომ ზუგდიდის სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრს ჰოკეის განყოფილება აქვს.

მათი განცხადების საპასუხოდ, დავით კვაშილავამ თქვა, რომ ჰოკეის განყოფილება წლებია რაც ზუგდიდში არსებობს.

„ის მიბმულია ყინულის მოედანს და იქ არავინ არ არის დასაქმებული. შესაბამისად ამ მიმართულებით თანხაც არ დახარჯულა. ეს განყოფილება ჯერ კიდევ ჩემს ამ სამსახურში მოსვლამდე იყო“, - განაცხადა დავით კვაშილავამ.

მერიის ააიპ-ების ბიუჯეტის განხილვაზე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე თამარ ჯიქიამ იკითხა არის თუ არა გათვალისწინებული თანხა გამარჯვებული სპორტსმენების დასაჯილდოვებლად.

ნუგზარ კვაშილავას განმარტებით, ასეთი თანხა ბიუჯეტში არ არის.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დარბაზში დღეს ააიპ-ების 2019 წლის ბიუჯეტი განიხილეს.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია