შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საია – სალომე ზურაბიშვილის ვაჟის საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა, სავარაუდოდ, კანონმდებლობის დარღვევაა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
 22 ნოემბერი 2018

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტის, ლელა ტალიურის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის ვაჟის საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა, სავარაუდოდ, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას წარმოადგენს.ტალიურს განმარტებით, პირებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არ არიან, ეკრძალებათ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა ან მონაწილეობა წინასაარჩევნო აგიტაციაში.
„საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლით განსაზღვრულია იმ პირთა წრე, რომელსაც წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვს. კოდექსის მიხედვით, იმ პირებს, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობა არ აქვთ, ეზღუდებათ, გაწიონ წინასაარჩევნო აგიტაცია ან მონაწილეობა მიიღონ წინასაარჩევნო აგიტაციაში. თუ აგიტაციის გამწევი პირი არ არის საქართველოს მოქალაქე, ეს კანონის მოთხოვნებს არ შეესაბამება და საარჩევნო კოდექსის სავარაუდო დარღვევას წარმოადგენს“, – განაცხადა ლელა ტალიურმა.
მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის ვაჟმა თეიმურაზ გორჯესტანმა ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის ვაჟი ნოდარ ვაშაძე პოლიტიკურ დებატებში მიიწვია.

ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია