შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქართველი ემიგრანტი:"ვფიქრობ, საშინელ და ბინძურ პროვოკაციაზე წამოაგეს მეუფე პეტრე"

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 01 ნოემბერი 2019

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდში განვითარებულ მოვლენებს საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, საქართველო საფრანგეთის საერთაშორისო ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი ნუგზარ სულაშვილი ეხმაურება და საკუთარ ფეისბუკ გვერდზე წერს:

"მე ვფიქრობ, საშინელ და ბინძურ პროვოკაციაზე წამოაგეს მეუფე პეტრე. რბილად რომ ვთქვათ მარტივად "გაუჩალიჩეს" სპეცსამსახურის აგენტებმა...
ეს მეთოდი ჩემთვის, როგორც ამ სისტემის ავკარგიოანობაში მეტნაკლებად გათვითცნობიერებული პირისთვის არანაირ გაოგნებას არ იწვევს, რადგან ზედმიწევნით თუ არა ზოგადად მაინც ვიცნობ იმ საზიზღარ წახნაგებს რომელზეც უამრავ უდანაშაულო ადამიანს მოსტეხეს კისერი.
დავიჯერო არ გაფიქრებთ ის გარემოება, რატომ იყო ბიძინა ივანიშვილი წინასაარჩევნო პერიოდში ჩასული ეპარქიაში და რატომ სთხოვდა მღვდელმსახურებს, რომ ეს თემა აღნიშნულ ეტაპზე არ გახმაურებულიყო?
ბუნებრივია, ის პირველ რიგში, თავად უნდა დარწმუნებულიყო, თუ რამდენად დამაჯერებლად იმუშავა ვერაგულმა ხრიკმა და რამდენად რეზონანსული იქნებოდა ასაფეთქებლად.
მიუხედავად ამისა, სპექტაკლი ძალიან უნიჭოდ დაიდგა. იმდენად უნიჭოდ, რომ მისი სიმარტივე თვალშისაცემია.
84 წლის მოხუცს, ადანაშაულებენ 25 წლის მამაკაცის გაუპატიურებაში (თუ მცდელობაში) რომელსაც ფიზიკური და სულიერი ტრამვა მიადგა (???)
მე მიმაჩნია, რომ ეს არის ეკლესიაზე შურისძიების ფაქტი და ამის შესახებ რამდენიმე წლის წინ ვწერდი შემდეგს:
"ივანიშვილი არასოდეს აპატიებს ეკლესიას მარიხუანის ლეგალიზაციის კანონპროექტის ჩაგდებას და მის წინააღმდეგ აუცილებლად გაილაშქრებს, თუმცა რამდენად შესძლებს ის, ამ, ისედაც დისკრიმინირებულ მდგომარეობაში მყოფი ინსტიტუციის ზინყზე დაცემას, ამას მომავალი გვიჩვენებს"- მეთქი.
ჰოდა აჩვენა!!!" - წერს სულაშვილი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია