შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პატრიარქიც, პეტრეც, მამალაძეც სისტემის მძევალი, მსხვერპლი და შემოქმედია- ლაშა ბუღაძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=42260 
 01 ნოემბერი 2019

პატრიარქიც, პეტრეც, მამალაძეც სისტემის მძევალი, მსხვერპლი და შემოქმედია - ამის შესახებ ლაშა ბუღაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

ბუღაძე გუშინ გამართულ წმინდა სინოდის სკანდალურ სხდომას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რაღაც მხრივ ყველა მხარეს დამცველი სჭირდება.

„ამ „ბიზანტიური" ტრაგედიის მთავარ მონაწილეებს ახლა როგორც არასდროს, ისე „ესაჭიროებათ" თავიანთი მფარველი ანგელოზების დაცვა: გადაყენებულ მეუფეს დაცვა სჭირდება ძალადობის წამქეზებელი პოპულისტ-დემაგოგებისგან, ხანდაზმულ პატრიარქს - მართული ქაოსის მოყვარული სახიფათო ოლიგარქისგან, ტყვეობაში მყოფ დეკანოზს - ტრადიციულად ქიმიურ ქონწინებაში მყოფი სახელმწიფოსა და საპატრიარქოსგან, რადგან ახლა სამივე ამა თუ იმ ფორმით - და პირდაპირი მნიშვნელობითაც - სისტემის მძევალი, მსხვერპლი და შემოქმედია. ტრაგედიიდან გამოსავალი კი ესქილედან მოყოლებული - კათარზისია. განწმენდა" - წერს ლაშა ბუღაძე.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია