შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"კარტოფილისა და ხახვის დარიგებასთან "ოცნებას" არაფერი აკავშირებს"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 21 ნოემბერი 2018

დეპუტატი გია ვოლსკი ამომრჩევლების მოსყიდვის ფაქტს გამორიცხავს და აცხადებს, რომ, თუნდაც, ის ფაქტი, რომელიც კარტოფილის და ხახვის დარიგებას ეხებოდა, არასწორად იქნა გავრცელებული. გია ვოლსკის თქმით, ის ადამიანი, ვინც ამ პროდუქტს არიგებდა, არაფერი აკავშირებს „ქართულ ოცნებასთან“.

„სულელური სვლა არის, თუ ვინმეს ვინმეს მოსყიდვა უნდა,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ. 

ის ასევე  აფასებს არასამთავრობო სექტორის დღევანდელ საგანგებო განცხადებას, სადაც ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვაზეა საუბარი: 

„ერთი ვინმემ აგვიხსნას, რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომ დაბეჭდო ეს, რამდენი უნდა დაბეჭდო, როგორ უნდა გამოიყენო? ეს ნაცმოძრაობის პერიოდი ხომ არ  არის?! რეგისტრაციას გადის ყველა. ერთი ვინმემ თქვას, როგორ უნდა გამოიყენო?  ბიძინა ივანიშვილმა საბეჭდი აპარატი მოიპარა, წაიღო სოფლებში და იქ ბეჭდავს? ეს ცოტა არასერიოზულად მეჩვენება,“ - აცხადებს გია ვოლსკი და მოითხოვს, რომ არასამთავრობოებმა კონკრეტული ფაქტები წარმოადგინონ.

გია ვოლსკი თვლის, რომ ნაციონალური მოძრაობა ცდილობს, რომ არჩევნების არალეგიტიმურობის საკითხი წამოსწიოს და ინფორმაციები ამომრჩევლის მოსყიდვის თაობაზე ამას უკავშირდება. მისივე თქმით, ამაში მონაწილეობას იღებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია