შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კლუბ “ჯორჯიას“ სპორტსმენებმა 3 პირველი და 2 მეორე ადგილი აიღეს

სპორტი
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/sporti/article/31786 
 06 ნოემბერი 2019
თელავის კიკბოქსინგის კლუბ „ჯორჯიას“ სპორტსმენებმა იორმუღანლოში გამართულ WJF6 ტურნირზე 3 პირველი და 2 მეორე ადგილი დაიკავეს.

მწვრთნელი, ვანო ათამაშვილი შედეგებით კმაყოფილია და ამბობს, რომ მომავალში უფრო უკეთესი შედეგებისთვის იბრძოლებენ.
„ეს იყო ჩვენი კლუბის არასრული შემადგენლობით გასვლა. ჩამოსულები იყვნენ სპორტსმენები როგორც საქართველოდან, ასევე საზღვარგარეთიდანაც. გვყავდა ერთი გოგონა, მარიამ შაშიაშვილი, რომელიც საქართველოს ჩემპიონია და მან დაიკავა პირველი ადგილი. ასევე პირველ ადგილზე გავიდნენ: ამირან ხუციშვილი და გიორგი გოდერძიშვილი. მეორე ადგილები დაიკავეს: ლუკა აბრამიშვილმა, და დავით ურჩუხიშვილმა. მინდა აღვნიშნო, რომ კლუბის ფუნქციონირებასა და ფართით უზრუნველყოფაში გვეხმარება თელავის აიპი „ახალი სიცოცხლე“, რომლის დამფუძნებელიცაა ქალბატონი ნატალია როსტომაშვილია. ის დიდი როლს თამაშობს სპორტის განვითარებასა და წარმატებაში, რისთვისაც მინდა დიდი მადლობა გადავუხადო. “

მისივე თქმით, დეკემბერში ჩატარდება საქართველოს ჩემპიონატი, სადაც კლუბის 20 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება