შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„გაბრაზებული მეფის სახით ლაპარაკობდა...ყმებმა გააბრაზეს...დასჯის ყმებს პატრონი"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 21 ნოემბერი 2018

„გაბრაზებული მეფის სახით ლაპარაკობდა გუშინ ზუსტად ეგრე იყო, რომ ყმებმა გააბრაზეს, როგორ გაბედეს და ყველას გვაწყნარებდა, რომ დასჯის ყმებს პატრონი" - ასე აფასებს საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძე ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს:

"უცნაური რამ გააჟღერა საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში, რომ მას ბევრად უკეთესი ურთიერთობა აქვს ვიდრე ჰქონდა და ყველა დაარწმუნა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ცუდია, ეს სრული სიცრუეა იმის ფონზე, როცა გრიგოლ ვაშაძე იყო ჩასული ბრიუსელში და ევროპის ლიდერებს შეხვდა, ეს ხალხი ბიძინას არ ხვდება, იმიტომ რომ ის ოლიგარქია, ვაშაძე კი დასავლური ტიპის მისაღები პოლიტიკოსია.

საკუთარი თავის დაჯერება უფრო იყო, რომ სალომეს შეცდომა კი არ იყო, სალომე არის ყველაზე მაგარი კანდიდატი, იდეალური კანდიდატია, თამარ მეფეა და ა.შ. კომიკურშიგადასული, საქართველოს ისტორიის შეურაცხმყოფელი, მაგრამ ივანიშვილის ტიპის განცხადება იყო,“-ამბობს ხარშილაძე.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა