შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ბატონო ბიძინა, ჩვენ ბევრი ვართ ნაწყენები კი არა, იმედგაცრუებით გაბრაზებულები"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 21 ნოემბერი 2018

ჟურნალისტი და ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს ეხმაურება და პარტიის თავმჯდომარეს გამოფხიზლებას ურჩევს: 

"ბატონო ბიძინა, მე როგორც ადამიანი, ვისაც მცირედად მაინც შემომრჩა თქვენს მიმართ ნდობაც და პატივისცემაც, გულისტკივილით გეტყვით, რომ ისევ გატყუებენ "შტაბში" - ის ხალხი, ვინც მხოლოს ნაწყენი გგონიათ ნაწყენი კი არა, გაბრაზებულია თქვენზე, მთელ "ქართულ ოცნებაზე" და პირადად თქვენზე.

"ქართულ ოცნებას" კი მივმართავ, დაასრულეთ ივანიშვილის ყოველდღიური მოტყუება, მიგიხვდებათ ადრე თუ გვიან მაინც.

ივანიშვილს კი ვურჩევ, დაასრულეთ ბატონო ბიძინა "ქართული ოცნების" რეფორმირებაზე ოცნება, უნუგეშო მცდელობაა, უშედეგო, თქვენ სრულიად უსარგებლო გუნდი შექმენით.

თუ გინდათ, ბატონო ბიძინა, რაღაც მართლა შეცვალოთ უკეთესობისაკენ, პირველ რიგში საკუთარ თავს დაუპირისპირდით, შემდეგ თქვენს შექმნილ პარტიას, შემდეგ შექმენით ახალი გუნდი, სადაც თქვენ უნდა მოიყვანოთ გონიერი თავისუფალი ადამიანები და უმტკიცეთ თქვენი შეხედულებები, კი არ უბრძანოთ - უმტკიცეთ, მოიყვანეთ ბუნებით ლიდერები, თქვენზე უარესები კი არა - თქვენზე უკეთესები. ოპონირება მხოლოდ ნაციონალებს კი არა, სხვებს გაუწიეთ, სხვები აღიარეთ, სხვებზე ფოკუსირდით და ა. შ.

ეს რჩევები და კიდევ სხვები, რომელიც არ დავწერე, ერთადერთი შანსია თქვენი გადარჩენისაც და შესაძლოა ქვეყნისაც.

ბატონო ბიძინა, გამოფხიზლდით. მეც კი, რომელიც თქვენს მიმართ ასე სუბიექტურად პოზიტიური ვარ, ყოველი თქვენი გამოსვლის შემდეგ უფრო იმედგაცრუებული ვრჩები, სხვები კი ბევრად მეტად.

ჩვენ ბევრი ვართ ნაწყენები კი არა, იმედგაცრუებით გაბრაზებულები"-წერს გამზარდია.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია