შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხე რეგფონდიდან 6 300 000 ლარს მიიღებს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 ნოემბერი 2019
ახალციხის მერის, ზაზა მელიქიძის განმარტებით, იმისათვის, რომ 2020 წელს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დროულად დაიწყოს, რეგფონდმა მუნიციპალიტეტებში თანხის გადანაწილება 2019 წელს გადაწყვიტა.„ადრე, მიმინარე წელს ხდებოდა თანხის გამოყოფა, მაგრამ მთავრობამ და სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პროცედურები დაჩქარდეს. უფრო ადრე მოხდეს ტენდერების გამოცხადება და შემდეგ შესრულება, ამიტომ თანხის ნაწილს წელს გვაძლევენ იმისთვის, რომ ახლავე გამოვაცხადოთ ტენდერები“, – ამბობს ზაზა მელიქიძე.2019 წელს ახალციხე 4 230 000 ლარს მიიღებს, 2020 წელს კი 2 070 000 ლარს.პირველ ეტაპზე რეაბილიტაცია ჩაუტარდება რუსთაველის და ასპინძის ქუჩებზე მდებარე მრავალსართულიან ბინებს, მოწესრიგდება სახურავები, გარე ფასადები და სადარბაზოები. გარდა ამისა, საფეხმავლო ბილიკები მოეწყობა თამარაშვილის, ნათენაძის, შალვა ახალციხელის, დიდიმამიშვილის და კოსტავას ქუჩებზე.რეაბილიტაცია ჩაუტარდება შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიას.„რომელი პროექტებიც მზად გვქონდა, ისინი წამოვწიეთ წინა პლანზე. მთავრობის პირველი სხდომა, ამ საკითხთან დაკავშირებით რვა ნოემბერს უნდა გაიმართოს, ჩვენ კი მანამდე პროქტები უნდა მივაწოდოთ. 2020 წლის პირველ იანვრამდე გამოვაცხადებთ ტენდერებს“, – განმარტავს მელიქიძე.აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დღეს, შვიდ ნოემბერს გაიმართა. დეპუტატებმა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისთვის გასაგზავნი პროექტები ერთხმად მოიწონეს.[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია