შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ევროპელმა დეპუტეტებმა საქართველოს ხელისუფლებას წითელი ბარათი აჩვენეს" - სააკაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 22 ნოემბერი 2018

ბრიუსელში, ევროპარლამენტის საერთაშორისო საქმეების კომიტეტზე გამართულ მწვავე დებატებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, "ევროპელმა დეპუტეტებმა საქართველოს ხელისუფლებას წითელი ბარათი აჩვენეს".

სააკაშვილის ინფორმაციით, დეპუტატებმა ყველა იმ პრობლემურ საკითხზე დასვეს კითხვები, რაც საარჩევნო გარემოს უკავშირდება და რაზეც საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ აქტიურად საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

"ევროპარლამენტში ახსენეს ოლიგარქი არაერთხელ, ხმების მოსყიდვა, არჩევნების და ხმების ყიდვა და ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვა, რაც არის პირდაპირი გაყალბება არჩევნების. ერთი სიტყვით ყველაზე მძიმე ცოდვები, რაც შეიძლება იყოს ევროპელის თვალში, რაც ხდება საქართევლოში. ეს ნიშნავს იმას, რომ ევროპამ გამოიღვიძა, ეს ნიშნავს იმას, რომ ევროპა ოლიგარქ ივანიშვილს, ამ ქურდბაცაცას, ამ ხმების ქურდს, არ მოაპარინებს ქართველი ხალხის არჩევანს. ყველაზე წამყვანი ევროპარლამენტარები და კომიტეტის თავმჯდომარე, მაკკალისტერი საუბრობდა ამაზე. მე ესეთი გაფარჩაკებული საქართველო არ მინახავს ამ შენობაში. გითხრათ რომ ეს მიხარია? - არ მიხარია, იმიტომ, რომ ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ საქართველო ყოფილიყო ამოწეული და ყოფილიყო მსოფლიო რადარზე, მთელ მსოფლიოს გაეცნო. სამარცხვინო იყო საქართველოს მთელი მთავრობა, სამარცხვინო იყო ეს ე.წ. მინისტრი, რაც მთავარია დიდი სირცხვილი არა ჩვენს ქვეყანას, არამედ ივანიშვილს და მის დამქაშებს. მათი დრო საქართველოში იწურება და დღეს ევროპამ მათ ნათლად აუნთო წითელი ბარათი და წითელი შუქი,"-აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია