შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

როგორ მუშაობს თელავის თეატრი

მულტიმედია
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 ნოემბერი 2019

თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი მაყურებელს ყოველ წელს განსხვავებულ და მრავალფეროვან რეპერტუარს სთავაზობს. 

თეატრის მსახიობების თქმით, ბოლო წლების განმავლობაში თეატრში გაიზარდა სპექტაკლების რაოდენობა. გარდა ამისა, ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ თეატრის მსახიობებს წელიწადში 2 -3 გასტროლი აქვთ საზღვარგარეთ.
თელავის თეატრის მსახიობი, თემურ ხუნაშვილი განმარტავს, რომ შემოქმედებითად თეატრი თავის სიმაღლეზე დგას. 

,,თელავში კულტურული ცხოვრების უმთავრესი ღერძი არის თელავის თეატრი. წელიწადში 5-7 სპექტაკლი იდგმება, ასევე გვაქვს ახალი წარმოდგენები. ჩვენი სპექტაკლები გამოირჩეოდა ადრეც და ახლაც თავისი სიმაღლით, ის არასდროს არ ჩამოუვარდებოდა ხარისხით დედაქალაქში გამართულ სპექტაკლებს და დღესაც ასე გრძელდება.

მე მახსოვს პერიოდი, როდესაც თელავის თეატრში ბილეთს ვერ იშოვიდი სპექტაკლზე და საჭირო იყო ,,ჩაწყობა’’.  ერთხელ სპექტაკლი ,,ჯერ დაიხოცნენ, მერე მერე იქორწინეს’’ უნდა გვეთამაშა და დაგვჭირდა პოლიციის გამოძახება, იმდენი ხალხი მოვიდა თეატრში მის სანახავად. ადგილები აღარ იყო მაგრამ შემოსვლას ცდილობდნენ. ბოლო წლებში კი მაყურებელმა იკლო. 

ახლა კვირაში ერთი ან ორი წარმოდგენა გვაქვს და აქაც უკვე ჭირს მაყურებლის მოზიდვა. ფაქტიურად ჩვენ გავხდით პრემიერის თეატრი, რადგან პრემიერაზე ივსება, მეორე წარმოდგენაზე ნაკლებია და შემდეგ უკვე არის საწვალებელი, რომ მოვიდნენ და დაესწრონ.

ამის მიზეზი ალბათ არის ადამიანების დაბალი ინტერესი, ასევე შესაძლებელია მძიმე სოციალური მდგომარეობაც, მაგრამ ასევე პრობლემაა საზოგადოებრივი ტრანსპორტიც, რომელიც არის მოუგვარებელი.  ერთი ტრანსპოტი მაინც უნდა მოძრაობდეს 12 საათამდე მაინც, რომ შეეძლოს ყველას მოსვლა, სპექტაკლზე დასწრება და შემდეგ მშვიდად წასვლა სახლში”,– განუცხადა knews.ge-ს თემურ ხუნაშვილმა. 

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია