შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"შეშფოთებული ვარ, გადაწყვეტილება ზიანს აყენებს პოლიტიკურ პარტნიორებს შორის ნდობას" - ევროკავშირის ელჩი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 ნოემბერი 2019

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.

მისი თქმით, პარლამენტში ჩატარებული კენჭისყრის შედეგით შეშფოთებულია და აღნიშნული გადაწყვეტილება აზიანებს ნდობას პოლიტიკურ პარტნიორებთან.

"მე გუშინაც ვთქვი, რომ შეშფოთებული ვარ, რადგან პარლამენტში ჩატარებული კენჭისყრა დააზიანებდა ნდობას პოლიტიკურ პარტნიორებთან შორის და გააჩენდა პოლარიზაციის გაძლიერების რისკებს. ეს კენჭისყრა ჩატარდა და ახლა ჩემს მიერ ნახსენები შედეგების ნიშნებს ვხედავთ. ეს სამწუხაროა. დღეს მე მაქვს დისკუსია სხვადასხვა მხარესთან. ეს მნიშვნელოვანია, რათა გამოსავალი მოიძებნოს. ვისაუბრე სპიკერთან და პარტიის თავმჯდომარესთან, გავაგრძელებ შეხვედრებს ოპოზიციასთან და სხვებთან" - აღნიშნა ჰარცელმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია