შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ლიხაურში არ მიგყავდი 5 ლარად და მაგ ფულად გინდა მამაშენი გადევიყვანო ჯოჯოხეთიდან სამოთხეში"?!

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 23 ნოემბერი 2018

გურიაში სოფელ შემოქმედში გზაზე მამაო დგას, ჩამოივლის ტაქსი და გააჩებს.

–შვილო, სულ 5 ლარი მაქ და გეხვეწები ლიხაურში გამიყვანე.

–ვერა მამაო, მაგ ფულით ბენზინსაც ვერ ჩავასხამ, არ მეყოფა ლიხაურამდე.

–შვილო, სამადლო საქმეა, ძალიან მეჩქარება, ღმერთი შეგიწირავს.

–კაი მამაო. დაჯექი წაგიყვან.

მოკლედ, წაიყვანა მამაო ტაქსისტმა და დაიწყო საუბარი.

–მე მორწმუნე კაცი ვარ, ეკლესიაშიც დავდივარ, ვეზიარები, ლოცვებსაც ვკითხულობ მამაო, მარა მამაჩემი იყო ნამეტარი ურწმუნო კაცი. მის ცხოვრებაში პირჯვარი არ გადუუწერია და ეკლესიაში არ შესულა. რომ კვდებოდა ვიფიქრე ვაზიარებ და მუუყვან მღვდელს მეთქი, მარა სადა, არ გეიკარა. მაი უეჭველი ჯოჯოხეთშია მოხვედრილი. მამაო, არ მინდა მე შენი5 ლარი, იქნება ილოცო მამაჩემიზა და დევეხმაროთ აქიდან.

– ბიჯო, მისმინე ახლა, შემოქმედიდან ლიხაურში არ მიგყავდი 5 ლარად და მაგ ფულად გინდა მამაშენი გადევიყვანო ჯოჯოხეთიდან სამოთხეში?!

( წყარო - გენიალური გურული იუმორი)

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა