შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ხათუნა ლაგაზიძე - ახლა კი ნამდვილად ვრწმუნდები ეროვნული მოძრაობის ახალი ტალღა დაიწყო

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 ნოემბერი 2019

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და საკუთარ ფეისბუკ გვერდზე წერს:

"გიგა მაქარაშვილის, ჩვენი შვილების "შავლეგოს" ვუსმენ TV "პირველზე" და ახლა კი ნამდვილად ვრწმუნდები: ეროვნული მოძრაობის ახალი ტალღა დაიწყო - ზუსტად 30 წლის წინ ჩემი თაობა იდგა უნივერსიტეტის კიბეებთან, აუდიტორიებთან, პარლამენტის და რუსის ტანკის წინ, იბრძოდა თავისუფლებისთვის და მღეროდა "შავლეგოს". 30 წლის შემდეგ ჩვენი შვილები, ჩვენსავით და ჩვენზე მეტად პატრიოტები, უფრო მრავალფეროვნები, უფრო ინოვაციურ-ტექნოლოგიურები და შეუდარებლად თავისუფლები ისევ დგანან პარლამენტის წინ, ისევ მღერიან "შავლეგოს" და სამწუხაროდ, ისევ უწევთ ბრძოლა თავისუფლებისთვის. მადლობა ჩემს თაობას, რომელიც იცავდა ქვეყანას 9 აპრილს, სოხუმთან, გაგრასთან, ცხინვალთან, ტამიშთან, გუადუთასთან, გალთან, სამაჩაბლოსთან, რომელმაც გაზარდა და დააფრთიანა ჩვენი შვილები და გადასცა მათ ესტაფეტად "შავლეგო" და თავისუფლებისთვის ბრძოლის გაუტეხელი სურვილი. @გამარჯვებული თაობების ქვეყანა!" წერს ლაგაზიძე.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია