შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რაში იხარჯება მთავრობის სარეზერვო ფონდის თანხები?

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 25 ნოემბერი 2018

რაში იხარჯება მთავრობის სარეზერვო ფონდის თანხები?

 წლის 9 თვეში, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 25.8 მლნ ლარია ათვისებული, წლიური გეგმა კი 50 მლნ ლარს შეადგენს. 

მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ათვისებული თანხების უმეტესობა იურიდიული, ფინანსური, საკონსულტაციო და სარეკლამო მომსახურების, ასევე საზოგადოებრივი აზრის კვლევის ხარჯებია. კერძოდ, ბიუჯეტის მონიტორის მიხედვით, 9 თვეში ათვისებული თანხებიდან ამ მიზნებზე მთლიანი მოცულობის 45.1% დაიხარჯა, რაც 11.2 მლნ ლარს შეადგენს. 

თანხების 12.5%, ანუ 3.1 მლნ ლარი სხვა სპეციფიური ხარჯების დაფინანსებას მოხმარდა. 

10.4%, ანუ 2.6 მლნ ლარი კულტურული, სპორტული, საერთაშორისო, ტურიზმის ხელშეწყობისა და სხვა მსგავსი ხარჯების დაფინანსებას მოხმარდა. 

11.6%, - ანუ 2.9 მლნ ლარი ინფრასტრუქტურული და სოციალური ტიპის ხარჯებია. 

9.1% მოდის მხარჯავი დაწესებულებების შეუფერხებელი ფუნქციონირების, საჯარო მომსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების და მიმდინარე საჭიროებების დაფინანსებაზე. 

თუ რაში დაიხარჯა დარჩენილი 11.2%, ანუ 2.8 მლნ ლარი საიდუმლოა. 

საბიუჯეტო კოდექსის მიხედვით, „საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან სახსრები გამოიყოფა სახელმწიფო ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად“ . 

bm.ge

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა