შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ქრისტეა, დღეს შვილმოკლული მამა, რომელიც სამართლის ძიებაში მიმოდის შენ შორის და მწარე ღაღადისით თანადგომას გთხოვს"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 25 ნოემბერი 2018

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი ზენონი, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამის,  ზაზა სარალიძის ტრაგედიას სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ გამოეხმაურა:

“გიყურებ საქართველო და ვბედავ, რომ ჩემი ტკივილნარევი ფიქრი ხმამაღლა განვაცხადო: ქრისტეა, დღეს შვილმოკლული მამა, რომელიც სამართლის ძიებაში მიმოდის შენ შორის და მწარე ღაღადისით თანადგომას გთხოვს…
– საძულველ ადამიანთა შორის დგახარ უფალო და ეს მაბრკოლებს, რომ გითანაგრძნო…

P.S უფლის სიტყვებია: “ყველა ადამიანში მე ვარ” და განსაკუთრებით მაშინ უნდა ვიხსენებდეთ ამას, როცა ადამიანი დაჩაგრულია. ამასთანავე, თანადგომა და თანაგრძნობა არ არის ის, როდესაც გაჭირვებულს შენგან დახმარების მიღების სანაცვლოდ თავის მართლების პოზიციაში დგომა უხდება. არც საძულველი ადამიანები არსებობენ უფლისთვის.”-წერს მეუფე ზენონი

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა