შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

NDI არჩევნების მეორე ტურს დააკვირდება

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
 26 ნოემბერი 2018
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს დააკვირდება. ამის შესახებ ინფორმაციას NDI-ის საქართველოს წარმომადგენლობა ავრცელებს.


მათივე ინფორმაციით, არჩევნებზე დასაკვირვებლად საქართველოში საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაცია ჩამოვა.
მუშაობის პროცესში დელეგაცია დაეყრდნობა NDI-ის სადამკვირვებლო მისიის მიგნებებს პირველი ტურის შემდეგ; ასევე გრძელვადიანი ანალიტიკოსების შეფასებებს, რომლებიც საქართველოში სექტემბრიდან იმყოფებიან.

„NDI-ის სადამკვირვებლო მისია საქმიანობას მიუკერძოებლად, პროფესიონალურად და საქართველოს კანონმდებლობისა და არჩევნებზე საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების დეკლარაციის შესაბამისად განახორციელებს. საარჩევნო პერიოდის განმავლობაში NDI ადგილობრივ სადამკვირვებლო ჯგუფებთან და საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაციებთან მჭიდროდ ითანამშრომლებს. სადამკვირვებლო საქმიანობას აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს“, – აღნიშნულია NDI-ის საქართველოს წარმომადგენლობის ინფორმაციაში.

სადამკვირვებლო მისია არჩევნების წინასწარი შეფასების ანგარიშს 29 ნოემბერს პრესკონფერენციაზე გამოაქვეყნებს.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია